Logo Tbilisi Logo Tbilisi

La Rete Dante
დანტე ალიგიერის საზოგადოება

დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტი დაარსდა 2006 წლის 21 ნოემბერს. ჩვენი ორგანიზაცია გახლავთ კულტურული ხიდი საქართველოსა და იტალიასშორის. რომის სათავო ოფისის, იტალიის საელჩოსა და ადგილობრივისამთავრობო თუ კერძოორგანიზაციების დამხარებით, აღნიშნულ ქვეყნებს შორის მყარდება ეფექტური კავშირები ენობრივ, საგანმანათლებლო და კულტურულსფეროებში.
დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს:
- იტალიური ენისა და კულტურის პოპულარიზაცია საქართველოში
- იტალიური ენისა და კულტურის შემსწავლელი კურსების შეთავაზება სხვადასხვა ასაკის წარმომადგენელთათვის.
- იტალიიის საგანმანათლებლო ცენტრებსა და უნივერსიტეტებში გაცვლითი პროგრამებით სწავლის გაგრძელების მსურველთა ლინგვისტური მომზადება.
- ,,PLIDA” – ს (Progetto Lingua Italiana Dante Alighieri) საერთაშორისო სერტიფიკატის მოსაპოვებლად ოფიციალურად აღიარებულ  ცენტრში საგამოცდო  სესიების რეგულარულად მოწყობა.
- მეცნიერების, კულტურისა და ხელოვნების სფეროებში მოწყობილ კონფერენციებში, ვორქშოპებსა და სემინარებში მონაწილეობის მიღების ხელშეწყობა.
- კულტურული ღონისძიებების, საჯარო ლექციების, ლიტერატურული კონკურსების, შემეცნებითი ექსკურსიების, სხვადასხვა სახის გამოფენების, თეატრალური და მუსიკალური წარმოდგენების მოწყობა.
- სასწავლო სტიპენდიების, პრემიებისა და ჯილდოების მინიჭება.

Tbilisi

CONTATTI

Indirizzo: Via Kalistrate Kutateladze, 6 , 0179 Tbilisi, Georgia

email : info@dantetbilisi.ge

Telefono: (+995) 95 41 61 16

Facebook Instagram Twitter

Tbilisi
hero hero

ჩვენი
კურსები

„დანტეს“ თბილისის კომიტეტი ექსკლუზიურად გთავაზობთ იტალიური ენის საერთაშორისო აკრედიტებულ კურსებს.

თქვენ შეგიძლიათ შეისწავლოთ იტალიური ენა ქართველი და იტალიელი მაღალკვალიფიციური პედაგოგების დახმარებით, ჩააბაროთ გამოცდა ოფიციალურად აღიარებულ ჩვენს საგამოცდო ცენტრში და მოიპოვოთ საერთაშორისო სერტიფიკატი – PLIDA. გარდა ამისა, მსმენელს ეძლევა საშუალება  დარეგისტრირდეს ADA -ს კურსებისთვის სპეციალურად შექმნილ ონლაინ ბაზაში, რომელიც მას მიანიჭებს პირად ნომერსა და კოდს. ADA მსმენელს სთავაზობს დანტე ალიგიერის საზოგადოების საერთაშორისო ქსელის ერთიანი სასწავლო პროგრამის მიხედვით, ქვეყნიდან გაუსვლელად, ისწავლოს იტალიური ენა. კურსის ბოლოს გაიცემა საერთაშორისო ატესტატი, რომლის დასწრების საათები, მობილობის შემთხვევაში, სტუდენტს  ჩაეთვლება როგორც სასწავლო კრედიტები.

„დანტეს“ თბილისის კომიტეტი გთავაზობთ შემდეგ კურსებს:

იტალიური ენის ზოგადი კურსი

ზოგადი კურსი განკუთვნილია იმ ადამიანებისთვის, რომელთაც სურთ ენის სიღრმისეული შესწავლა ან გაუმჯობესება დადგენილ ვადებში. კურსი გათვლილია ენის ყველა დონეზე მყოფი სტუდენტებისთვის და მისი ფორმატი გთავაზობთ კვირაში ორ გაკვეთილზე დასწრებას.

იტალიური ენის ინტენსიური კურსი

იტალიური ენის შემსწავლელი ინტენსიური კურსი განკუთვნილია მისთვის, ვისაც სურს ენის სწრაფად და ინტენსიურად შესწავლა. A1 – დან C2 დონემდე კურსი გაძლევთ საშუალებას დაესწროთ მეცადინეობებს კვირაში 4 ან 5 დღის განმავლობაში. პროგრამა ავითარებს ოთხ ლინგვისტურ უნარ-ჩვევას (მოსმენა, წერა, კითხვა და საუბარი).

კურსის მიზანია საბაზისო და საკომუნიკაციო ენის ცოდნის მიღება, რომლის გამოყენებას შეძლებთ ისეთ საკომუნიკაციო სიტუაციებში, როგორებიცაა, ყოველდღიური ცხოვრება, სკოლა, უნივერსიტეტი, სამსახური და სოციალური ინტერაქცია.

იტალიური ენის საკომუნიკაციო კურსი

კურსი განკუთვნილია მისთვის, ვისაც აქვს ენის მინიმალური საბაზისო ცოდნა და სურს თეორიული ცოდნის პრაქტიკაში დანერგვით განუვითარდეს საკომუნიკაციო უნარები. საგანმანათლებლო პროცესში ჩართულია, როლური თამაშები, სასაუბრო და ენობრივი სავარჯიშოები, რათა მარტივად შეძლოთ სასაუბრო ენის გამოყენება სხვადასხვა კონტექსტში, როგორიცაა ყოველდღიური ცხოვრება, სკოლა, უნივერსიტეტი, სამსახური და სოციალური სფერო. 

იტალიური ენის ინდივიდუალური კურსი

ინდივიდუალური კურსი მორგებულია მსმენელთან შეთანხმებულ სასწავლო პროგრამასა და მეცადინეობის გრაფიკზე და იძლევა საშუალებას, რომ კვალიფიციურ პედაგოგთან შეთანხმებით, აირჩიოთ თქვენთვის საჭირო სასწავლო მასალა და ხელსაყრელი დრო. კურსი განკუთვნილია იმ ადამიანებისთვის, რომელთაც სურთ ენის სიღრმისეული შესწავლა ან გაუმჯობესება დადგენილ ვადებში. კურსი გათვლილია ენის ყველა დონეზე მყოფი სტუდენტებისთვის და მისი ფორმატი გთავაზობთ კვირაში ორ გაკვეთილზე დასწრებას.

PLIDA -ს გამოცდებისთვის მოსამზადებელი კურსი

კურსი განკუთვნილია სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ, ჩააბარონ გამოცდა, დაადასტურონ იტალიური ენის ცოდნა და აიღონ საერთაშორისო სერთიფიკატი PLIDA ჩვენს ოფიციალურად აღიარებულ საგამოცდო ცენტრში. კურსის განმავლობაში განხორციელდება რეალური გამოცდების სიმულაცია ოთხივე უნარის მიხედვით: მოსმენა,  წერა, კითხვა და საუბარი. იმიტირებული ტესტები ასევე სასარგებლოა თითოეული უნარ-ჩვევისთვის გამოცდაზე დროის სწორად გადანაწილების და მართვის თვალსაზრისით. კურსის მიზანია გაეცნოთ გამოცდის ფორმატს, წინასწარ იმუშაოთ სავარაუდო საგამოცდო თემებზე და   ტესტების გამოყენებით შეიმუშაოთ გამოცდის ჩაბარებისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევები და სტრატეგიები.

იტალიური ენის კურსი მოზარდებისთვის

კურსი განკუთვნილია 6-15 წლის ასაკის მოზარდებისთვის და როგორც სასწავლო მასალა, ისე სწავლების მეთოდოლოგია მორგებულია მათ ინტერესებსა და შესაძლებლობებზე.  პროგრამა ადრეული ასაკიდანვე ავითარებს ოთხ ლინგვისტურ უნარ-ჩვევას (მოსმენა, წერა, კითხვა და საუბარი). კურსის დასრულების შემდეგ მსმენელი შეძლება ჩააბაროს გამოცდა ჩვენს აკრედიტებულ საგამოცდო ცენტრში და მოიპოვოს PLIDA Juniores საერთაშორისო სერთიფიკატი.

კურსი გათვლილია ენის ყველა დონის მოზარდებისთვის და მისი ფორმატი გთავაზობთ კვირაში ორ გაკვეთილზე დასწრებას.

იტალიური ენის სახალისო კურსი ბავშვებისთვის

კურსი განკუთვნილია 4-12 წლის ასაკის ბავშვებისთვის და სწავლების მეთოდოლოგია მორგებულია სკოლამდელი და ადრეული სასკოლო ასაკის ბავშვების მოთხოვნებსა და საჭიროებებზე. კურსის ფარგლებში ბავშვებს უტარდებათ სახალისო გაკვეთილები, ენის სწავლება მიმდინარეობს მეთოდური თამაშების, სიმღერებისა და მულტფილმების მეშვეობით. პროგრამა ადრეული ასაკიდანვე ავითარებს ოთხ ლინგვისტურ უნარ-ჩვევას (მოსმენა, წერა, კითხვა და საუბარი).

გაიგეთ მეტი
hero hero

ღონისძიებები
events

25 მარტს მთელს მსოფლიოში აღინიშნება დიდი იტალიელი პოეტის, იტალიური ენის მამის, დანტე ალიგიერის, დაბადების დღე.

აღნიშნული ღონისძიებისთვის სპეციალურად შეიქმნება დოკუმენტური  ვიდეორგოლი, რომელშიც დანტეს ცნობილი ქებების კითხვის ფონად გამოყენებული იქნება თბილისის ხედები, ქალაქის, რომელიც დიდ პატივს სცემს ამ უდიდეს პოეტს და რაც მაყურებელს ამოგზაურებს უკვდავი პოეტის მიერ შექმნილი გენიალური პოეზიის ულამაზეს სამყაროში.

🇬🇪Geo link

 

25 marzo 2023 ore 18.00 - Reportage Celebrazioni per  il Dantedì a Tbilisi

Il documentario proporrà le letture di alcuni brani della Divina Commedia da parte di docenti, studenti e italianisti  nello scenario della città di Tbilisi.

🇮🇹Ita link

 

Maggio (data da definire): inaugurazione Aula Ibrida

 

29-30 maggio 2023 - in fase di programmazione - La Giornata della Dante

In collaborazione con l'Università Tecnica della Georgia (GTU) e con il patrocinio dell'Ambasciata d'Italia a Tbilisi, Il Comitato di Tbilisi sarà lieto di organizzare la Giornata della Dante, evento con un programma ricco di momenti importanti quale la proiezione del docu-film “L'Esilio di Dante” prodotto dalla Società Dante Alighieri, la consegna degli attestati ADA agli studenti e docenti della GTU e la relazione sul progetto “Presidio didattico” e la didattica attraverso la piattaforma dante.global. Work in progress.

 

Ottobre 2023 - Settimana della Lingua Italiana nel mondo - in fase di programmazione

 

Novembre - Settimana della Cucina italiana nel mondo - in fase di programmazione

გაიგეთ მეტი